ქუთაისის N16 სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „ანბანის შემობრძანება“ განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.
მოსწავლეებს, პირველი კლასის პედაგოგმა, მაია სიხარულიძემ ანბანის სწავლის დაწყების დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია. ბავშვებს სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებულად მორთულმა საკლასო ოთახმაც აუმაღლა, რომლის გალამაზებაზე მასწავლებელმა იზრუნა.
პედაგოგმა საზეიმო გაკვეთილზე ბავშვები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა დიდი იაკობ გოგებაშვილის ხელთუქმნელი „დედაენა“ სამყაროსავით გადაუშალა.
მოსწავლეებმა ანბანის სწავლის დაწყებას ლექსები მიუძღვნეს:
„აი ია, აი ია,
ნუკრის თვალი სანუკვარი,
დღეს პირველად კითხვას ვიწყებ,
გამეხსნება ცოდნის კარი...“, - ერთ-ერთი ლექსად წარმოთქვეს ნიჭიერმა პირველკლასელებმა.
იხილეთ ფოტოები: