თბილისის N143 სკოლის მასწავლებელთა თეატრალურმა დასმა პედაგოგთა პროფესიული დღე ახალი სპექტაკლის დადგმით აღნიშნა
19-10-2022
თბილისის N143 საჯარო სკოლის მასწავლებელთა სამოყვარულო თეატრალურმა დასმა - „შერეკილები“  პედაგოგების პროფესიული დღე განსაკუთრებულად აღნიშნა.

მასწავლებელთა დღეს დასმა სპექტაკლის - „კაცია ადამიანი?!“ პრემიერა გამართა. სპექტაკლმა მონაწილეებსა და სხვა პედაგოგებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ რამდენად მრავალფეროვანი ნიჭით არიან მასწავლებლები დაჯილდოებულები.

„ვისაც არ სჯეროდა, რომ სიცილი ყველაფრის მკურნალია, რომ შეუძლებელი არაფერია, ყველა მასწავლებელი ცოტათი მსახიობიცაა, ჩვენ ყველასთან მივედით, კიდეც ვაცინებთ, კიდეც ვამხნევებთ, კიდეც ვარწმუნებთ, ყოველწლიურად „ვბევრდებით“ და ცხოვრებას ვიხალისებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203