ძულუხის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებით ექსკურსიაზე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდნენ
19-10-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებით ექსკურსიაზე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მათ მუზეუმში განთავსებული ექსპონატები დიდი ყურადღებით დაათვალიერეს, მათ შესახებ ინფორმაცია გაიგეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
შემეცნებითმა ტურმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ ეს აქტივობა მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისკენ იყო მიმართული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს