ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა
19-10-2022

13 ოქტომბერს, ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

მზადების პროცესში მოსწავლები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მათ კლასების წინაშე წარადგინეს თავიანთი კანდიდატურები და საარჩევნო პროგრამები. თითოეულმა ჯგუფმა თვითმმართველობაში თავისი წარმომადგენელი აირჩია.

არჩევნებმა მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩაიარა. სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარედ ამომრჩევლებმა მე-11 კლასის მოსწავლე მარიეტა კირკიტაძე აირჩიეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203