ბათუმის N20 სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლეთა შექმნილი შთამბეჭდავი ნამუშევრები
19-10-2022
ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლეემა არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს.
მათ თავიანთი ნახატები უკრაინას მიუძღვნეს. მოსწავლეებმა თავიანთი განცდები და სურვილები ნამუშევრების საშუალებით გადმოსცეს. ნახატები უკრაინის დროში ფერებში იყო, შემდეგ ისინი კლასში განათავსეს.
მოსწავლეები სურვილია, რომ მშვიდობამ დაისადგუროს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. მასწავლებლები მათი ცოდნის გაღრმავებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის აქტიურად ზრუნავენ.