თბილისის N208 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ოდილაძე საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა
თბილისის N208 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ოდილაძე საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ის სომხეთის გრიგორიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. მოსწავლემ ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები წარმოაჩინა და შესაბამისი შედეგი მიიღო.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ, მოსწავლეს დირექცია სპორტულ მიღწევას ულოცავს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ოდილაძე ნიჭიერი, შრომისმოყვარე და აქტიური მოსწავლეა.