თბილისის N12 სკოლის პედაგოგი თამუნა ხიზანიშვილი მასწავლებელთა სამდღიან კონფერენციაში მონაწილეობდა
19-10-2022
თბილისის N12 საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი თამუნა ხიზანიშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში მონაწილეობდა. 

კონფერენცია „eTwinning გლობალური მოქალაქეობისთვის“ სამი დღის განმავლობაში, თელავის მუნიციპალიტეტში, იყალთოს სასტუმრო „სავანეთში" მიმდინარეობდა. მას საქართველოს სხვასახვა კუთხის 120 საუკეთესო მასწავლებელი ესწრებოდა. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ თამუნა ხიზანიშვილი იყო. 

სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ერთ-ერთი საინტერესო მომხსენებელი იყო აშშ-ის ითაკას კოლეჯის სრული პროფესორი ფსიქოლოგიაში, სინდი შაიმი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას უსახსოვრა თავისი წიგნი „მედიაწიგნიერება“.
იქ გატარებული ყოველი დღე დატვირთული იყო სესიებითა და ტრენინგებით. როგორც ჩვენი კოლეგა თამუნა ხიზანიშვილი ამბობს, მან კიდევ უფრო მეტი უნარი შეიძინა მოსწავლეებთან სამუშაოდ და ის მზად არის მიღებული ცოდნა კოლეგებს გაუზიაროს და მრავალი სიახლე დანერგოს მოსწავლე-ახალგაზრდების სასიკეთოდ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...