„ეტალონმა“ ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
19-10-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსის პირველ ეტაპში 2 მოსწავლე - გიორგი ძიგრაშვილი და ლუკა ძიგრაშვილი მონაწილეობდა. მათგან ერთი - ლუკა ძიგრაშვილი მეორე ეტაპზეც გადავიდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი - 5, ხოლო მეორე ეტაპი 7 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს