გოდოგანის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი გაიმართა 
19-10-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ და მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებენ. 

ამჯერად, სკოლაში გაიმართა სპორტული შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში.

იგი წარიმართა ოლიმპიური სისტემის გათვალისწინებით. გამოვლინდა 8 წყვილში გამარჯვებული – მე-11 კლასის მოსწავლე, მათე ჭიჭინაძე.

მოსწავლე სკოლამ მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203