თბილისის N48 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
19-10-2022
თბილისის N48 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მათ ინფორმაცია მოიძიეს და ღონისძიების ფარგლებში, დახატეს, მოამზადეს პრეზენტაციები, სლოგანები, ბუკლეტები, გამართეს დებატები და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. 

აღნიშნულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: საკუთარი აზრის გამოთქმა, სხვისი მოსმენა, საკუთარი პოზიციის დაცვა, მსჯელობა და კრიტიკული აზროვნება.

„აქტივობებმა ხელი შეუწყო ცხოველთა მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მათ დაცვასა და ზრუნვასთან დაკავშირებით სტრატეგიების შემუშავებას, საკუთარი როლის გააზრებას ცხოველთა დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებში, ბიომრავალფეროვნების აღიარებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის შესახებ გადაწყვეტილება 1931 წელს ფლორენციაში, ბუნების დაცვის მომხრეების საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს. სხვადასხვა ქვეყნის ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებში ყოველგვარი ცოცხალი ცოცხალი არსების მიმართ პასუხისმგებლობის ზრდისკენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203