ბარდუბნის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები - „შემოდგომის გამოფენა“ და „მასწავლებელი შუქი სულისა“, გაიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა გაიმართა.
მესამე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნატო რობაქიძის ხელმძღვანელობით, „შემოდგომის გამოფენა“ მოაწყვეს. პატარებმა ლექსები წაიკითხეს, წელიწადის ამ სეზონის შესახებ ისაუბრეს და კლასი შემოდგომის ნობათით მორთეს.
გარდა ამისა, მე-4 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოეწყო ღონისძება - „მასწავლებელი შუქი სულისა“. მეოთხეკლასელებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს. კლასის დამრიგებელი ნარგიზ სილაკაძე, ხოლო მუსიკის მასწავლებელი თეონა დეკანოსიძეა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობებში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: