თბილისის N133 საჯარო სკოლის გუნმა - „ჯომარდები“ ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილი დაიკავა
თბილისის N133 საჯარო სკოლის გუნმა - „ჯომარდები“ ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მეორე ადგილი დაიკავა.კონკურსი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. „ჯომარდებმა“ ღირსეულად იასპარეზა და დამსახურებულ წარმატებას მიაღწია.
გუნდის წევრები დემეტრე ახალაძე, მარიამ ესართია, დავით ტვილდიანი, სანდრო დოლიაშვილი, საბა ილურიძე, სოფო სანამიანი და სალომე პეტრიაშვილი არიან. თითოეული მათგანი წიგნების 150-ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ.
„ჩვენი „ჯომარდები", ჩვენი საამაყო გუნდი, ჩვენი მომავლის ბავშვები.
ახლა ჩვენი ინელექტუალები ახალ წიგნებს შეიძენენ და უფრო მომზადებული შეხვდებიან გაზაფხულის სეზონს. გილოცავთ ჩვენო საამაყო ბავშვებო,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ვიდეო: