თბილისის N142 საჯარო სკოლის მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა გუნდს ახალი მასწავლებლები შეემატა, რომელთაც მოსწავლეთა სწავლა - განათლებაზე ზრუნვა დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით დაიწყეს.სკოლის გუნდის ენერგიული, შრომისმოყვარე ახალი წევრები არიან:
- ანა სხირტლაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 25 წლის;
- მერი შავლუხაშვილი - ისტორიის პედაგოგი, 25 წლის;
- ხატია ლომსიანიძე - გეოგრაფიის მასწავლებელი, 27 წლის.
სკოლაში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეში წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებები მათ მეტად მნიშვნელოვან, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაში!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა კოლეგები სკოლის გუნდმა დიდი სიხარულით მიიღო. თითოეული მათგანი ახლა უკვე ერთი დიდი ოჯახის - თბილისის N142 საჯარო სკოლის წევრია.