ბათუმის N3 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში I და II ხარისხის სერტიფიკატები მოიპოვეს
ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge -ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სერტიფიკატები ელენე მჟავანაძეს, სანდრო სართანიას, მირიან დიასამიძეს, გიორგი ჯიჯავაძეს, ალექსანდრე მალაყმაძესა და გიორგი ჩავლეიშვილს გადაეცათ.
ისინი „იზრუნეს“ დიდი ოჯახის ღირსეული წევრები არიან.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: