შთამბეჭდავი საზეიმო გაკვეთილი ტყიბულის N6 საჯარო სკოლის I კლასში
19-10-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის I კლასში, ქართულ ენაში საზეიმო გაკვეთილი - „ანბანი მობრძანდებაო“ პედაგოგის, ლია ყურულოვის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

პირველკლასელები ანბანის სწავლას დიდი სიხარულით, საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში შეუდგნენ. ბავშვებმა განსაკუთრებულ გაკვეთილზე წყვილებში სხვადასხვა საინტერესო დავალებები შეასრულეს, რამაც მათ საზეიმო განწყობაზე დადებითად იმოქმედა.

„პატარები მოუთმენლად ელოდნენ „უძვირფასეს სტუმარს“ თავიანთი ხელთნაკეთი იებით. გაკვეთილზე აქტუალური გახდა სიტყვები: ფარნავაზი, დამწერლობა, ანბანი, იაკობ გოგებაშვილი, დედაენის ძეგლი, მარცვალი... წყვილებში შესრულებულმა აქტივობამ ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა მიიღო. პატარა ხელებმა კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს ია“. ასო-ბგერებმა - „ი“ და „ა“-მ ბავშვები „შეიყვანა“ ანბანეთში და აზიარა ქართულ ანბანს, რომელიც მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის უძველესი და ულამაზესია თავისი მოხაზულობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203