ბათუმის N22 სკოლის ოთხმა მოსწავლემ izrune.ge -ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა
19-10-2022

ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ალეკო ზაქარაძემ, ელენე ირემაძემ, მარიამ სირაბიძემ და ნინი სირაბიძემ izrune.ge -ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში ბრწყინვალედ იასპარეზეს. 

ოთხივე მოსწავლემ ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა. 

ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ და განმავითარებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203