ბათუმის N5 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში I და II ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს
19-10-2022
ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge -ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

სერტიფიკატები მე-3 კლასის მოსწავლე ბარბარე გორაძეს, მე-4 კლასის მოსწავლე მეგი ხალითბასა და მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ხალითბას გადაეცათ. 

ისინი „იზრუნეს“ დიდი ოჯახის ღირსეული წევრები არიან. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203