ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
19-10-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარეული სტარტები“ გაიმართა.
აქტივობა მოსწავლეთა უწყვეტ ფიზიკურ აქტივობაში ჩასართავად და მათთვის სახალისო გარემოს შესაქმნელად მოეწყო. მოსწავლეები „მხიარულ სტარტებში“ დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ღირსეულად იასპარეზეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც, რომლებიც დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას უდიდესი ყურადღება ექცევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს