ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ 2022 წლის დისტანციურ კონკურსში მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს
19-10-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში, რომელიც, ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის 11 ოქტომბერს გაიმართა, სკოლიდან 26 მოსწავლე მონაწილეობდა. 13 ოქტომბერს ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჩატარდა, რომელშიც მეცხრეკლასელმა, ანასტასია გობრონიძემ და მერვეკლასელმა, მარიამ ვაშაყმაძემ სკოლა განსაკუთრებულად ასახელეს. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ 2022 წლის დისტანციურ კონკურსში ანასტასია გობრონიძემ მე-2 ადგილი დაიკავა, მარიამ ვაშაყმაძემ კი - მესამე. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203