გოკიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა შემოდგომას საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს
19-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა შემოდგომას აქტივობა მიუძღვნეს. 

ისინი ბუნებაში დასხდნენ, წელიწადის ამ დროის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. მათ მასწავლებლები სხვადასხვა საინტერსო აქტივობასა და ღონისძებაში რთავენ. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203