თბილისის N191 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს პედაგოგებმა საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქციეს
19-10-2022
თბილისის N191 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი ინტერესითა და მონდომებით დაიწყეს. 

ამ მოვლენასთან დაკავშირებით მასწავლებლებმა მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა შესთავაზეს, იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრნენ და საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

საზეიმო გაკვეთილები I, I, I, I და I კლასებში ჩატარდა. 

I კლასის მასწავლებელი ეკა კობახიძე, I კლასის - ელისო არუნაშვილი, I კლასის ქეთევან ყოლბაია, ხოლო l კლასის მაკა მუმლაძეა. მათ კლასები საზეიმოდ მორთეს და მოსწავლეებს ანბანთან შეხვედრა დაუვიწყარ მოგონებად უქციეს. 

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203