ოროჯალარის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
19-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.

ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენის მასწავლებლები - არმენუჰი პოდოსიანი, გაიანე ნორსოიანი და რუსული ენის მასწავლებელი ნარინე ჯაგაცპანიანი იყვნენ.

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203