აქტიური მოქალაქეები იხტილის საჯარო სკოლიდან
19-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკარს, სამოქალაქო განათლების აქტივობის -„აქტიური მოქალაქე“  ფარგლებში, საკუთარი სურვილით დაეხმარნენ. ბავშვებმა ახალი წიგნები დათვალეს და ბიბლიოთეკა მოაწყეს.

ასევე, მეცხრეკლასელებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგ სათენიკ ლაგზიანთან ერთად, გამართეს საინტერესო ღონისძიება, რომელც სათემო ეკლესიის ეზოში ჩატარდა.

მოსწავლეების ინიციატივით, ღონისძიებაზე ისტორიის პედაგოგი მიიწვიეს, რომელმაც საქართველოს ისტორიის შესახებ ბავშვებს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობებში დიდი ხალისით და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203