გუმათის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ 
19-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

ანბანის სწავლის დაწყების განსაკუთრებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა დედაენის ავტორის, იაკობ გოგებაშვილი მიმართ ლექსებითა და სიტყვებით გამოხატეს უდიდესი სითბო თუ სიყვარული.

პირველი კლასის მასწავლებელმა, ნინო ჯიშკარიანმა მოსწავლეებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა ბავშვებს განსაკუთრებულად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა, რამაც საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203