თბილისის N174 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
19-10-2022
თბილისის N174 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები „ანბანის შემობრძანებას“ დიდი სიხარულითა და ხალისით შეხვდნენ.

მოსწავლეებმა ქართული ასოების სწავლა განსაკუთრებულად საზეიმო გარემოში დაიწყეს. პედაგოგმა ბავშვებს ლამაზად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. რამაც თითოეულ მათგანს სწავლისადმი მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.

პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დიდი მონდომებით დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგი მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203