კვირიკეთის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
19-10-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო სპორტული ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ჩატარდა.
კლასებიდან შექმნილ გუნდებს შორის პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები მედლებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ შეჯიბრებაში მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ. სკოლის დირექცია და პედაგოგები მსგავს სპორტულ აქტივობებს მუდმივად მართავს, რათა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მოხდეს.