კვატიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მელანო ხოზრევანიძე გაცვლითი პროგრამით იტალიაში სწავლობს
19-10-2022
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მელანო ხოზრევანიძე გაცვლითი პროგრამით ევროპაში სწავლობს.
ის იტალიაში, რომში „ალტეს უნივერსიტეტში“ „ერასმუსის“ გაცვლითი პროგრამით მოხვდა. მელანო ხოზრევანიძე ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ ის სკოლაში გამორჩეული, შრომისმოყვარე, ბეჯითი და ნიჭიერი მოსწავლე იყო. თავის მხრივ, პედაგოგებმა მის განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე იზურნეს.
სკოლაში კურსდამთავრებულის მიღწევით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.
„სკოლისა და სოფლის სახელით, ვულოცავთ მელანოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს