მარაბდის საჯარო სკოლის ინოვატორთა კლუბის წევრთა ბიზნესიდეებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
19-10-2022

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის ინოვატორთა კლუბის წევრების ბიზნესიდეების/პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 

ის თბილისში, ალტეს უნივერსიტეტში ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP ) მხარდაჭერით ჩატარდა. 

გამოფენა-გაყიდვის მიმდინარეობაში კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ. მათ მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა წარმატებით ჩაიარა და ყველა პროდუქტი გაიყიდა. 

სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ და ამაყობენ.

„მადლობა ყველა მონაწილეს! გისურვებთ მორიგ წარმატებას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203