თბილისის N103 სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მონუმენტი - „საქართველოს მატიანე“ დაათვალიერეს 
19-10-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა „საქართველოს მატიანე“ - ქვების სვეტებისგან შექმნილი მონუმენტი დაათვალიერეს. 

აქტივობაში მოსწავლეები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მონუმენტის მონახულების მიზანი მეოთხეკლასელების ცოდის გაღრმავება იყო. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„ძეგლი 1980 წელს შეიქმნა და მისი ავტორი ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. მონუმენტზე აღბეჭდილია სხვადასხვა
ისტორიული და რელიგიური მოვლენები, ასევე სიუჟეტები ქართული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან. ქრისტეს ცხოვრება, „შუშანიკის წამება“, „გუთნის დედა“, წმინდა ნინოს ცხოვრება და სხვა ფრაგმენტები ბრინჯაოსა და ქვაზეა
ამოკვეთილი. აქვეა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203