ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლის მოსწავლეთა გუნდი გარემოსდაცვით კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
19-10-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწმული ყუმისთავის სკოლის გუნდი „დედამიწის მეგობრები“ დაჯილდოვდა. 

ის პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ ორგანიზებულ კონკურსში - „გაამწვანე სკოლის ეზო“, მონაწილეობდა. მოსწავლეებმა სკოლის ეზოს გამწვანებასა და გალამაზებაზე აქტიურად იზრუნეს. შედეგად კი, კონკურსში მონაწილეობისა და სასარგებლო შედეგისთვის დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„მადლობას ვუხდით მონაწილე მოსწავლეებსა და პროექტის ხელმძღვანელს, პედაგოგ ვენერა ობოლაძეს. ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203