ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების როლები მოირგეს
19-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს.

ამჯერად, ინგლისური ენის პედაგოგმა, ლალი კოვზირიძემ მოსწავლეებს ძალიან საინტერესო აქტივობა - „მოსწავლე მასწავლებლის როლში“ შესთავაზა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ასევე, საგაკვეთილო პროცესს ამრავალფეროვნებს.

მოსწავლეებს ინგლისურის გაკვეთილების დაგეგმვაში საგნის პედაგოგი საგნის პედაგოგი წინასწარ დაეხმარა.

მე-4 კლასში მეათეკლასელმა ხატია მესხმა ჩაატარა, მეხუთეკლასელებს მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ნათია ჩირგაძე მოევლინათ, მეშვიდე კლასში პედაგოგის როლი მეთერთმეკელასელმა ანა ზურაბიანმა მოირგო, ხოლო მერვეკლასელებს პედაგოგად მეათე კლასის მოსწავლე სულამით ჯიქიძე წარუდგათ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს მასწავლებლის ამპლუაში ყოფნა ძალიან მოეწონათ და საინტერესო გამოცდილებაც მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203