წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 1-ელიგ კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს.
ქართულის მასწავლებელმა მადონა სულაქველიძემ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია. მან კლასი შესაბამისი დეკორაციით - თეთრი და იისფერი ბუშტებით მორთო და პირველკლასელებს საზიმო განწყობა შეუქმნა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა.
ჩატარდა საზეიმო გაკვეთილი, რომელსაც სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, კლასის დამრიგებელი იზა შავგულიძე და მშობლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ანბანის სწავლას უდიდესი მონდომებით შეუდგნენ.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, ჩავიდნენ სკოლის ეზოში, სადაც სიმბოლურად გაუშვეს ფერადი ბუშტები, ჩაითქვეს თავისი სურვილები და მოლოდინი იმისა, რომ ისეთივე
საუკეთესონი იქნებიან, როგორც ეს დღე: ,,დიდმა იაკობმა ხომ მისი დედაენის წყალობით მისცა ქართველთ ფრთები ცაში ასაფრენად“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: