„შენი უანგარო თავდადება, დაე, დარჩეს ლეგენდად და არაკად!“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
18-10-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, მაია რიჟამაძეს ხელმძღვანელობით საზეიმო ღონისძიება დევიზით - „შენი უანგარო თავდადება, დაე,დარჩეს ლეგენდად და არაკად!“ ჩაატარეს.
მეექვსეკლასელებმა მასწავლებლებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის წრფელი სიტყვებით მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში ასევე მცირე წარმოდგენაც გამართეს, რომლის საშუალებით მასწავლებელთა შრომა გადმოსცეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს