„ეს ფერადი დღე მათ დიდხანს ემახსოვრებათ“- ალისუბნის თემის N2 სკოლის მე-3 კლასში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს. გარდა ამისა, კლასის მორთულობაზეც იზრუნეს და საშემოდგომოდ გააფორმეს.
ღონისძიება მოსწავლეებმა ია მასწავლებელთან ერთად დაგეგმეს.
„საკლასო ოთახი გაალამაზეს ნაირნაირი სურნელოვანი ხილითა და შემოდგომის ფოთლებით. ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს ოქროსფერ შემოდგომას ლექსებით, სიმღერებითა და თავიანთი ნახატებით.
შემოდგომის ეს ფერადი დღე მათ დიდხანს ემახსოვრებათ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: