ზინობიანის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
19-10-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო სპორტული ღონისძიება ხშირად იმართება.

ამჯერად, სპორტის კვირეულთან დაკავშირებით, სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.

მოსწავლეები ერთმანეთს ბადმინტონში, ბურთის გადაწოდებაში, ბაგირის გადაძალვასა და სხვა მოძრავ თამაშებში შეეჯიბრნენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები ხალისით ასრულებდნენ ყველა აქტივობას და მეგობრულად ულოცავდნენ ერთმანეთს გამარჯვებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203