ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ ევროპელ სტუმრებს უმასპინძლეს
18-10-2022
ზესტაფონის ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ ევროპელ სტუმრებს უმასპინძლეს.
პროექტის - „განათლება საზღვრებს გარეშე“ფარგლებში, სკოლას პოლონეთის ქალაქ პოზნანიდან დელეგაცია ესტუმრა. წევრებთა შორის ქალაქ პოზნანის განათლების განყოფილების გამგის მოადგილე და რამდენიმე სკოლის დირექტორი იყვნენ.
სტუმრები სკოლაში გულთბილად მიიღეს. მათ შენობა დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ, რამაც მათში დადებითი ემოცია გამოიწვია.
გარდა ამისა, გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანი თანამშრომლობის განმტკიცება და გამოცდილების გაზიარება იყო.
„ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბევრი პროექტი მოეწყო, რომელმაც სარგებელი ორივე მხაეს მოუტანა. ჩვენი საპატივცემულო სტუმრები კმაყოფილი არამარტო ბუნების სილამაზითა და ქართველი ხალხის თბილი განყობით დარჩნენ, არამედ მათ აღნიშნეს რომ ქართველები მაგალითს აძლევენ, თუ როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისათვის, მომავალი თაობის განათლებისათვის და როგორ უნდა განვითარდე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს