იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლე ზაქარია ცერცვაძემ გერმანულ ენაში B1 დონის გამოცდა წარმატებით ჩააბარა
18-10-2022
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ზაქარია ცერცვაძემ გერმანულ ენაში B1 დონის გამოცდა ჩააბარა, რისთვისაც სერტიფიკატი დაიმსახურა. 

მისი დამრიგებელი ლია გვილავა, ხოლო მასწავლებელი ქეთევან ჯავახაძეა. 

აღსანიშნავია, რომ ზაქარია ცერცვაძე ნიჭიერი, ბეჯითი, მიზანდასახული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით დაჯილდოვებული მოსწავლეა. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას მოსწავლესა და მასწავლებელს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203