ჟოშხის საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელ გოგონას ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია 
18-10-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლის პირველ კლასში ანბანის სწავლის დაწყება განსაკუთრებულად აღნიშნეს.

პედაგოგმა, პირველკლასელის საზეიმო განწყობაზე იზრუნა და, ამასთან ერთად, ანბანის სწავლას მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნა.

​მოსწავლემ ქართული ასოების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა პედაგოგის დახმარებით დაიწყო და სწავლას დიდი გულმოდგინებით შეუდგა.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელს პედაგოგმა ასევე თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203