აჭის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს
18-10-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღნიშნეს.

პედაგოგის, ნონა ვერულიძის ხელმძღვანელობით თემაზე - „გზად ია-ვარდი დავფინოთ ანბანი მობრძანდებაო!“ ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებს პედაგოგმა საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა, რამაც პირველკლასელებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ქართული ასოების სწავლას გულმოდგინედ და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203