ჯუმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
18-10-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს.
პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს და მათ განწყობაზე პედაგოგმა იზრუნა.
ბავშვებს მასწავლებელმა საზეიმოდ და თემატურად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ქართული ასოების სწავლას დიდი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით დაიწყეს. თითოეული პირველკლასელის სასკოლო ცხოვრებაში ანბანის დაწყება დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა.