ლაშის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა, ლამარა ჭანკოტაძემ საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია
18-10-2022
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა განსაკუთრებულად დაიწყეს.

პირველკლასელებს ქართული ასოების ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგი ლამარა ჭანკოტაძე შეუძღვათ.

მოსწავლეებმა „ანბანის შემობრძანებას“ მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს.

„ანბანის შემობრძანებას“ გილოცავთ ჩვენო ბავშვებო. წარმატებებს გისურვებთ თქვენ პედაგოგთან ლამარა ჭანკოტაძესთან ერთად... როგორც დირექტორმა, ნანა აბესაძემ აღნიშნა თქვენ ახალი მეგობარი შეიძინეთ წიგნის სახით, რომელთანაც საუბარი ანბანის შესწავლისას უკვე თქვენც შეგეძლებათ“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203