ნაესაკოვოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
18-10-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს.
საზეიმო გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით ჩატარდა. პირველკლასელებმა წარმოთქვეს ლექსები და სიმღერა „აი იას“ ფონზე „ია“ გააფერადეს და „აი ია“ გამოძერწეს.
მოსწავლეებისთვის სახალისო აქტივობებით დატვირთული საანბანო ზეიმი ძალზედ დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები ქართული ასოების სწავლას გულმოდგინედ შეუდგნენ.