„უდაბნოს ვარსკვლავი“ - წევის საჯარო სკოლელებმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმი შექმნეს
18-10-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში დოკუმენტური ფილმის - „უდაბნოს ვარსკვლავის“ შექმნაზე აქტიურად იმუშავეს.

დოკუმენტური ფილმი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს და მის მოღვაწეობას მიეძღვნა. პროექტის ხელმძღვანელი ფილოლოგი ქეთევან ცერცვაძე გახლდათ.

ფილმში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ფაქტებს ასევე ისტორიკოსები - ლევან ჭანკოტაძე და მამუკა ჭაბუკიანი ჰყვებიან.

ფილმზე აქტიურად მუშაობდნენ: ანა გელაშვილი, გვანცა კაპანაძე, გიორგი შველიძე, ლუკა ხარატიშვილი,

საბა ჭანკოტაძე, ლიზი ხერხაძე და ვახო გელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა. სასკოლო საზოგადოებისგან ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

​იხილეთ ვიდეომასალა და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203