მაღლაკის N2 სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
18-10-2022
წყალტუბოს მუნიიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
გასვლითი ღონისძიება სკოლაში დაიგეგმა და მასში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ექსკურსიის წინ ფილმ „აკაკის აკვანს“ უყურეს, აკაკი წერეთლის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაამუშავეს, მისი ლექსები და მათზე დაწერილი სიმღერები ისწავლეს.
მოსწავლეებმა მუზეუმის ეზოში მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს, სადაც შესწავლილი ლექსები და სიმღერები გააღერეს.
ექსკურსიის - მაღლაკი-საჩხერე-მაღლაკი ფარგლებში, მათ სავანე, სხვიტორი, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი და კაცხის სვეტი მონახულეს.
გასვლითმა ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა სასიამოვნო დრო გაატარეს.
„ეს დღე ძალიან ემოციური და შემოქმედებითად დატვირთული იყო როგორც მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს