ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეები ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
18-10-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

ის სათაფლიის აღკვეთილში ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ინფორმაცია სხვებს გაუზიარეს. 

მეცხრეკლასელებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203