ბორბალოს საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182-ე წლისთავი აღინიშნა
18-10-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182-ე წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა პლაკატი და ნახატები შექმნეს. ასევე წარმოთქვეს ლექსები და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართული ენის განვითარებაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

აღნიშნული ღონისძიება ყველაზე ემოციური მაინც პირველკლასელთათვის აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ დღეს დაიწყეს ბავშვებმა ანბანის შესწავლა.

ღონისძიების ორგანიზატორები: ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ნინო დალაქიშვილი, მაია დალაქიშვილი და ხელოვნების პედაგოგი ინდიანა დალაქიშვილი გახლდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203