
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და სკოლაში მისულთ სადღესასწაულოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა. მასწავლებელმა პირველკლასელებს საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა და მრავალფეროვან, სახალისო აქტივობებში ჩართო.
პატარები სასწავლო პროცესში დიდი ინტერესით ჩაებნენ და იაქტიურეს. მონდომებული პირველკლასელები პირველ მასწავლებელს არაერთხელ ასახელებენ.
იხილეთ ფოტოები: