წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
18-10-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში ცხრა მოსწავლე - ანი ფილია, სოფო ნონიაშვილი, შალვა ეკალაძე, 
ნინო როსტიაშვილი, ნუგზარ თვალიაშვილი, მარიამ გოჩაშვილი, მარიამ მოძღვრიშვილი, თამარ სტურუა და თათია ხუნდაძე მონაწილეობდა. მოსწავლეებს ეტალონის „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. მათგან ორი - მარიამ მოძღვრიშვილი და თათია ხუნდაძე კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მათ ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი 11 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203