
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა 20 ძირი რცხილას ნერგი.
აქციაში მონაწილეობდნენ მეათე, მერვე და მეშვიდე კლასის მოსწავლეები. სკოლას ნერგები კერძო მეურნეობიდან გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა და სკოლაში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობა ხორციელდება.
„წარმატებები აქციის მონაწილეებს, ამ ნერგებით კიდევ უფრო დამშვენდება სკოლის ეზო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: