ეწერის საჯარო სკოლაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
18-10-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც ბუნების მოფრთხილების მიზნით, მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს ახორციელებენ და სხვებსაც გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ. 

რა თქმა უნდა, სკოლაში არ გამორჩენიათ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც ღონისძიება მიეძღვნა. 

ეკოკლუბელებმა ბიოლოგიას მასწავლებლის, ვალერიან ფიფიას და ეკოკლუბის ხელმძღვანელის, მთვარისა ფიფიას ხელმძღვანელობით ბუკლეტები დაამზადეს და თანატოლებს მოუწოდეს დაიცვან ცხოველები.

ვალერიან ფიფია ესაუბრა მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე, ცხოველთა სამყაროს დაცვის აუცილებლობაზე, ბრაკონიერთა მავნებლობაზე, წითელ წიგნში შეყვანილ ცხოველებზე, ეკოკლუბელმა დიტო აბრალავამ კი ისაუბრა ფრანცისკო ასიზელის ცხოვრებაზე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ამ დღის აღნიშვნა.

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე 4 ოქტომბერს აღინიშნება. 4 ოქტომბერი არის ცხოველთა მფარველი კათოლიკე წმინდანის ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალების დღე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203